საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 3 851 ადამიანი, გარდაიცვალა - 33.
ჩატარდა 10 972 ტესტი.
თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში - 742, იმერეთში - 609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 30.
თბილისში გარდაიცვალა 17 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევევმა 100 684-ს მიაღწია. სულ გარდაიცვალა 927 ადამიანი.